Pages

Saturday, April 21, 2012

street arti-3d art


Street Art– თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთერთი მიმდინარეობაა. იგი XX საუკუნის 60–იან წლებში ჩაისახა, მაგრამ გადმოცემების თანახმად მისი პირველი ნიშნები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს გვხვდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. სთრით არტი თავდაპირველად კედლებზე წარწერებს წარმოადგენდა, სიტყვებს, რომლებიც თანდათან მრავლდებოდა ქუჩებსა და შენობების ფასადებზე. იმ პერიოდში ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ იგი დაიხვეწებოდა, სრულყოფილ სახეს მიიღებდა და ხელოვნების მიმდინარეობად ჩამოყალიბდებოდა.
სთრით არტის პირველი ნიმუშები სრულდებოდა კედელზე, კაწვრით ან რაიმე სახის საღებავით. პირველად ამგვარი მინაწერები გამოჩნდა აშშში, ფილადელფიში, 60–იან წლებში, შესაბამისად, ეს ქალაქი იქცა რაითერების (ასე უწოდებენ კრიტიკოსები გრაფიტის მხატვრებს, რადგან ისინი კედლებზე წერდნენ (და არა ხატავდნენ) writer – მწერალი, writers – მწერლები) პირველ ცენტრად, მოგვიანებით კი, 70–იანებში, სთრით არტის ცენტრი ხდება ნიუიორკი. გრაფიტის წერის პრინციპი მარტივი იყოტექსტის შინაარსი მოკლე და ადვილად გასაგები უნდა ყოფილიყო. მთავარი იყო ასოების ხატოვნად, ვირტუოზულად და, რაც მთავარია, ინდივიდუალურად დაწერა, მაგრამ მისი წერის პროცესი ხატვას უფრო ჰგავდა, ასოების ხატვას, ვიდრე წერას. გრაფიტის ძირითადი მასალა, როგორც ასეთი, არ არსებობს. იგი დროსთან და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლებოდა. ჩვეულებრივ საღებავს 70–იანების მიწურულიდან ანაცვლებს სპეციალური სფრეისაღებავები.
რა თქმა უნდა, ყველა ამ პროცესის ბიძგის მიმცემი ფაქტორი იყო პოპარტი. იგი დიდ გავლენას ახდენს რაითერებზე, რომლებიც უკვე მხატვრებადაც იწოდებიან. კრიტიკოსები მათ ახალი მიმდინარეობის წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ. მათი მთავარი მიზანი ხელოვნების საზოგადოებაში გამოტანა იყო.

სტრიტ არტის თემატიკა დროსთან ერთად იცვლება. 60–იანებში ამერიკაში მიმდინარე დაძაბულმა პოლიტიკურმა და რასობრივმა დაპირისპირებამ რაითერებში აქტუალური გახადა სხვადასხვა ლოზუნგებისა და ციტატების გრაფიტით გამოსახვა ქუჩებში, ფასადებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. გახშირდა ასევე პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტების დახატვა, მათი გამონათქვამების დაწერა.
ამერიკავიეტნამის ომის დასრულებამ ახალი მიმართულება მისცა სთრით არტს, იგი ნელნელა თავისუფლდება პოლიტიკური გავლენისგან, უკვე 70–იანების მეორე ნახევარში მხატვრები ხატავენ ცნობილი კინომსახიობებისა თუ მუსიკოსების სახეებს, რეკლამირებას უწევენ მათ ცნობილ ალბომებს , ფილმებს. გარკვეულწილად სთრითარტი იქცა უფასო რეკლამად, რითაც გულის სიღრმეში უკმაყოფილო ნამდვილად ვერ დარჩებონენ ცნობილი კომერციული ბრენდები თუ პიროვნებები.
მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოება მაინც არასერიოზულად აღიქვამდა ახალ მიმდინარეობას, მეტიცისინი ამას ვანდალურ აქტად მიიჩნევდნენ, მიზეზი ამისა, რა თქმა უნდა, იყო მისი ენობრივი მხარეგარემო და მასალა. შენობის ფასადებისა და საზოგადოებრივი ტრანსპრტის მოხატვა, ხშირ შემთხვევაში კი ისეთი ადგილებისა, სადაც გახშირებული იყო პროსტიტუცია და ნარკოვაჭრობა, რასაკვირველია, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აძლევდა საბაბს აღექვათ იგი, როგორც ქმედება (არა ხელოვნება), ყოველგვარი დადებითის გარეშე.

მეოცე საუკუნის მიწურულს სთრით არტი კრიზისში შედის. 1980–90–იანებში, რაითერები იმავეს ხატავენ, რასაც მათი წინამორბედები, მიმდინარეობა, რასაკვირველია, განახლებას საჭიროებდა, წარსულს ჩაბარდა ის პროცესები, რითაც იდეურად იკვებებოდა სთრით არტი. ჯერ კიდევ 70–იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც წარწერები ნელნელა ჩაანაცვლა პოპულარული პიროვნებების პორტრეტებმა თუ კომერციულმა ნივთებმა, ცხადი იყო, რომ რაითერები აღიქმებოდნენ არა მარტომწერლებად“, არამე მხატვრებადაც. ისინი უკვე გამოსახავდნენ ფორმას, ხაზს და ფიგურას, რაც თავისთავად მხატვრობის ენაა.
90–იანი წლებიდან მხატვრების ინტერესები, აზროვნებისა და მოქმედების არიალი უფრო ფართოვდება. ყურადღება ეთმობა ზოგადსაკაცობრიო და სოციალურ თემებს, არ იცვლება მხოლოდ ენობრივი მხარე და მთავარი ფორმულაგამოსახულება უნდა იყოს ლაკონური და ადვილად გასაგები. სთრით არტის ბოლო დროის ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ინგლისელი გრაფიტის მხატვარი, ფსევდონიმით ბენქსი (Banksy), ნამდვილი სახელი და გვარი საზოგადოებისათვის უცნობია, ისევე როგორც უცნობია მისი გარეგნობა. იგი ორი ათეული წლებია, რაც გამოჩნდა ხელოვნების ამ სფეროში, თუმცასაზოგადოებისთვის შეუმჩნევლად მუშაობს. თავდაპირველად მისი ნამუშევრები გამოჩნდა ბრიტანეთის ტერიტორიაზე, თუმცა ამჟამად გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. იგი ძირითადად ხატავს გრაფიტს სოციალურ თემებზე, გვხვდება მისი როგორც ირონიული, ასევე პროვოკაციული შინაარსის მქონე ნამუშევრები.

ბენქსი მუშაობისას იყენებს ძირითადად შავ და თეთრ ფერს, რაც გამოსახულ ფორმებს, მოცულობასთან ერთად, სიმარტივესა და სისადავეს მატებს. ამ მხატვრის ერთერთი დამახასიათებელი, დადებითი თვისებაა კომპოზიციის ლაკონურად გადმოცემა.


ბენქსიმომავლის გარეშე

90–იანი წლების ბოლოს, ახალი საუკუნის მოლოდინთან ერთად, სთრით არტი ძიების ახალ გზას დაადგა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მხატვრებმა ყურადღება მიაქციეს სკულპტურას. კლასიკური ქანდაკება, როგორც წესი, თავსდება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ან ბაღებსა და სკვერებში, წინასწარ გააზრებულ სივრცეში. უკეთეს ვარიანტში იგი უნდა იკითხებოდეს ოთხივე მხრიდან, უნდა გამოსახავდეს რომელიმე ცნობილ საზოგადო მოღვაწეს ან უნდა წარმოადგენდეს რომელიმე მოვლენის სიმბოლურ მონუმენტს. ეს არის ქანდაკების კლასიკური მნიშვნელობა. სთრით არტი ამ პირობას არღვევსიგი ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეგვხვდეს (ნაგავსაყრელთანაც კი) და არც ცნობილ პიროვნებას თუ მოვლენას ასახავდეს.

ახალი საუკუნის დასაწყისში ქანდაკება უფრო მეტად კონტაქტური გახდა გარემოსთან, ერთგვარი დისტანცია, რაც მნახველისათვის საჭირო იყო მის აღსაქმელად, ახლა აღარ არსებობს.
ქანდაკების ზომის რეალურ ფორმასთან დაახლოებამ ან კამერულობამ გამოიწვია გარკვეულწილად მისი ნატურალიზირება. ამჯერად იგი უფრო კონკრეტულია და ხელშესახები. იგი, ერთი მხრივ, იდეოლოგიურად მშრალია , მეორე მხრივ, ნატურალისტური. ამგვარი ტიპის სკულპცურები არ განიხილება პირდაპირი მნიშვნელობით როგორც სთრით არტი, თუმცა მან ბიძგი მისცა სთრით–არტული ქანდაკების წარმოშობას.
სთრითარტული ქანდაკებები მოიცავს სოციალურ თემატიკას, ირონიასა და სარკაზმს. დროსთან ერთად აქტუალური გახდა სკულპტურის ორიგინალური მასალით შესრულება (ამგვარი ქანდაკებები სრულდება პოლიეთილენის პარკებით, რკინით, ნაჭრით და სხვა). ბრინჯაოს ჩანაცვლებამ საყოფაცხოვრებო ნივთებითა და საშუალებებით სკულპტურას დაუკარგა პლასტიკა და ესთეტურობა. სივრცის, კომპოზიციის, ფორმისა და განხორციელების ორიგინალურობა, მხატვრული დამაჯერებლობა, ამავდროულად ირონია და სიმარტივეყველა ეს თვისება აუცილებელია სთრითარტული ხელოვნებისათვის, მითუმეტეს, როცა სახვითი ხელოვნების ისეთ რთულ დარგთან გვაქვს შეხება, როგორიც სკულპტურაა.
3D art-ეს არის სამგანზომილებიანი ხელოვნება, რომელიც გრაფიტის ყველაზე ახალი და კიდევ უფრო განვითარებული ნაირსახეობაა. იგი თავის თავში მოიცავს, როგორც ნახატის, ასევე ნატურალიზმისა და კომპიუტერული გრაფიკის ვიზუალურ ნიუანსებს. თემატიკა ამ შემთხვევაში უფრო მრავალფეროვანია, ნაკლებად ჩნდებიან გარკვეული პიროვნებები თუ ბრენდები, რაც, თავის მხრივ, უფრო განაზოგადებს სთრით არტის მნიშვნელობას, სიჟეტურ აზროვნებას კი ათავისუფლებს სოციალური გავლენებისგან. 3D – არტის მხატვრები მუშაობენ დიდი ფართობის შენობის კედლებზე, მოედნებზე.
ხდება ერთი კონკრეტულ წერტილის არჩევა, რომლიდანაც პერსპექტივის წესების დაცვის მხედვით იგება მთელი კომპიზიცია, თუმცა ამ კომპოზიციის აღქმა მხოლოდ ერთი წერტილიდანაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ


სამგანზომილებიანი არტი

საბოლოო ეფექტი მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ მისი მთავარი თვისება, სრულად აღიქმებოდეს მხოლოდ ერთი წერტილიდან, უკვეწამგებიანია მისთვის, როგორც ხელოვნების ნიმუშისათვის, რადგან შედეგი მხოლოდ „თვალს ახარებს“, ახდენს მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს და ნაკლებად წარმოაჩენს მხატვრულ ენას, რისი არქონაც ხელოვნების ნებისმიერ ნიმუშს დამაჯერებლობას აკლებს.



ილუზიასინამდვილეში მოტყუებაა; ამა თუ იმ მეთოდით ჩვენ უნდა მოვატყუოთ ტვინი, რათა მან აღიქვას ის, რასაც არ ხედავს სინამდვილეში. ასეთი მეთოდები მრავლადაა, შესაბამისად მრავალი სხვადასხვა ტიპის ილუზია არსებობს, მათ შორის ისეთები, რომლებიც დამყარებულია ტვინის თვისებაზე ააგოს სამგანზომილებიანი სურათი ორი ორგანზომილებიანისაგან (მარჯვენა და მარცხენა თვალი ხომ სინამდვილეში ორ ორგანზომილებიან, მხოლოდ ერთმანეთისაგან ცოტათი განსხვავებულ სურათებს იძლევიან).



ამ მარტივ სურათზეც კი აშკარად ჩანს მოცულობაჩვენ ვხედავთ, როგორ ვიწროვდება გვირაბი სიღრმეში, ვხედავთ აგრეთვე სამ ფიგურასმამაკაცი შორსაა, გოგონა ახლოს, ბიჭუნა კიმათ შორისაა.



ეს ილუზიაა, რომელიც ორგანზომილებიან სურათზე გვაჩვენებს ობიექტების დაშორებულობას ჩვენგან. ამ სურათზე სხვა ილუზიაცაა: რომელი ფიგურაა ყველაზე დიდი? ჩვენ გვეჩვენება, რომ მამაკაცის. სინამდვილეში ყველაზე დიდი ფიგურაგოგონასია. შეგიძლიათ გაზომოთ სახაზავით და დარწმუნდებით.



ამ მაგალითებით ჩანს, რომ შეიძლება ტვინის "მოტყუება" – ის ხედავს ერთს და აღიქვამს მეორეს. ეს იმიტომ ხდება, რომ როცა ტვინი ღებულობს გამოსახულებას, მისი დამუშავებისას იყენებს ადრე მიღებულ გამოცდილებას, რასაც შეჰყავს კიდეც შეცდომაში; მაგალითად, თვლის, რომ რაღაც ობიექტი უფრო შორსაა, ვიდრე მეორე, ან უფრო დიდია და . .