Pages

Thursday, April 5, 2012

moda


             

როგორ ფიქრობთ, ადამიანს სამოსი მხოლოდ სიცივისგან თავის დასაცავად სჭირდება ? უძველესი ხანიდან მოყოლებული ადამიანები ზრუნავენ სამოსის იერზე, შეძლებისდაგვარად ამკობენ, რთავენ და ალამაზებენ მას. ქსოვილი სამოსისთვის, მისი თარგი, მასალა და დეკორი ეპოქებისა და ქვეყნების მიხედვით იცვლება. ამ მუდმივ ცვლას ყველასთვის კარგად ცნობილი სახელი - მოდა ეწოდება ..




დიდი ხანია სამოსის შექმნა ხელოვნების ერთ-ერთ დარგად - სამოსის ანუ მოდის დიზაინად იქცა. თანამედროვე სამყაროში ამ ხელოვნების ანუ როგორც მას უწოდებენ, მაღალი მოდის დედაქალაქად პარიზი იქცა. სახელგანთქმულმა ფრანგმა

მოდელიორებმა კოკო შანელმა, კრისტიან დიორმა, ივ სენ ლორანმა, იუბერ ჟივანშიმ და მრავალმა სხვამ თავიანთი სტილი მოდების საკუთარ სახლებში შექმნეს. ათწლეულების განმავლობაში ეს სახლები ინარჩუნებენ ორიგინალურ სტილს, თუმცა ყოველი ჩვენებისთვის ცდილობენ, ახალი დეტალებითა და უჩვეულო იდეებით გაამრავალფეროვნონ საკუთარი კოლექციები. ხოლო მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის უკვე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები დიზაინერები მიისწრაფვიან პარიზის პოდიუმებისაკენ, რადგან სწორედ აქ ჩატარებული ჩვენებები კარნახობს მსოფლიო მოდის სიახლეებს.






სამოსის დიზაინი ჩანაფიქრიდან მზა პროდუქციის მიღებამდე ხანგრძლივ გზას გადის. შემოქმედებითი იდეის საფუძველზე გაკეთებული ესკიზი, შემდეგ ზუსტ კონსტრუქციად - თარგად უნდა იქცეს, რომ სამოსი სხეულს იდეალურად მოერგოს. უნდა შეირჩეს შესაფერისი ფაქტურის და ფერის ქსოვილი. თარგი გამოიჭრას და აიკინძოს. როგორც წესი, მაღალი მოდის ჩვენებისთვის სამოსის დეკორატიული ელემენტები მთლიანად ხელით სრულდება - მაქმანები, ფერადი თვლებით გაწყობა, ბეწვით ან ბუმბულებით მორთვა ძალზე შრომატევადი პროცესია, მაგრამ ამ შრომის შედეგად შექმნილი უზადო ტანსაცმელი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია. მაღალი მოდის პოდიუმზე ნაჩვენები კოლექციების მიხედვით ყალიბდება მოდის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც შემდეგ სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში და ყოველდღიურ სამოსშიც იმკვიდრებს ადგილს.

wyaro: http://angel.ge/index.php?newsid=91621


msgavsi informaciebisTvis ewvieT Semdeg gverdebs:

http://geosexmd.com/2012/02/20/მოდელები/

http://pink.ge/archives/top-by-cat/

http://lookbooks.ge/25-black-models/

No comments:

Post a Comment