Pages

Thursday, June 14, 2012

სუფთა კანი – სილამაზის აუცილებელი პირობა



კანის გაწმენდის გარეშე კარგ შედეგზე ოცნებაც არ ღირს. კანი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს მკვდარი უჯრედებისგან, რომელიც სახეს მონაცრისფრო ფერს აძლევს. სასურველი შედეგის მიღწევა საშინაო პირობებშიც შეიძლება. ნიღაბი ყოველ2-3 დღეში ერთხელ გაიკეთეთ, გაიჩერეთ 15-20 წუთით და ანადუღარი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.მშრალი კანისთვის:ერთი მოხარშული კარტოფილი და რძე აურიეთ ფაფისებური მასის მიღებამდე. თუ ალერგიისადმი მიდრეკილი კანი არ გაქვთ, ერთი ჩაის კოვზი თაფლიც დაამატეთ.




სუფთა კანი – სილამაზის აუცილებელი პირობა


ნორმალური კანისთვისნახევარი მწიფე ბანანი დასრისეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თბილი რძე
და 5 წვეთი ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე და 20 წუთი გაიჩერეთ.

ცხიმიანი კანისთვის: გახეხეთ ერთი უმი კარტოფილი, დაუმატეთ კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა,
1 სუფრის კოვზი ფქვილი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.





სუფთა კანი – სილამაზის აუცილებელი პირობა



უსიამოვნო ფიქრი, გაღიზიანება და ცუდი განწყობა უმალვე აისახება სახის კანსა და გამომეტყველებაზე, ამიტომ შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე დაივიწყოთ უსიამოვნო განწყობა. დაძაბულობა ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც სახის კანი ცუდად მარაგდება ჟანგბადით. ამის გამო ზოგს კანი უცხიმიანდება, ზოგს კი უშრება. ქვედა ქუთუთოების, პირის კუთხეებისა და ცხვირის არეში ჩნდება ღრმა, ეგრეთ წოდებული "მწუხარების" ნაოჭები.
 








No comments:

Post a Comment