Pages

Thursday, June 14, 2012

გლამური

                                                                  
სიტყვა "გლამური" ინგლისური წარმოშობისაა. მისი მნიშვნელობა ყველასთვის კარგადაა ცნობილი: ბრწყინვალება, ფუფუნება, შარმი, მომხიბვლელობა. გლამური, თავდაპირველი გაგებით, გულისხმობს ცხოვრების განსაკუთრებულ წესს. გასული საუკუნის 70-იან წლებში მდიდარი, შეძლებული ახალგაზრდა ქალები დისკო-კლუბებში და წვეულებებზე ძვირფასი სამკაულებით "დატვირთული" ცხადდებოდნენ, რათა სხვებისგან გამორჩეული ყოფილიყვნენ.








 

ცხოვრების ასეთი სტილი განსაკუთრებული მოვლენებისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა დღეს შესაძლებელი გახდა გლამურის ადაპტაცია ყოველდღიურობასთან, რაც "გლამურომანიად" გადაიქცა. გლამური არ არის მხოლოდ ჩაცმის სტილი, ჭეშმარიტი გლამური ელეგანტურობასა და ექსტრავაგანტულობას გულისხმობს: ცხოვრების წესი, ქცევები, საუბრის სტილი, ინტელექტი და გარეგნობა. დღეს გლამურის ცენტრად ითვლება ნიუ-იორკი, რადგან სწორედ ნიუ-იორკშია ყველაზე მდიდრული და ცნობილი ღამის კლუბები. რაც შეეხება გლამურულ გარდერობს, მის შესაქმნელად აუცილებელია: ძვირფასი შავი კაბა, უზურგო ტოპი ან კაბა კისერთან შესაკრავით(მოშიშვლებული ზურგი და მხრები ერთდროულად სექსუალურად და გლამურულად ითვლება), პონჩო-მოსასხამი, მაღალქუსლიანი და თხელლანჩიანი ფეხსაცმელი, არაყოველდღიური ხელჩანთა და სამკაულები,რომელთა შორის მარგალიტი უპირველესია. არანაკლებ მნიშვნელოვანია გლამურული ვარცხნილობა და მაკიაჟი

No comments:

Post a Comment